Monday, February 16, 2015

საქართველოს მდინარეები

საქართველოში უამრავი მდინარეა. აგერ არის მათი ჩამონათვალიკუთხეების მიხედვით:


ქვემო ქართლის მხარის მდინარეები
ალგეთი, ასურეთისხევი, ბოლნისისწყალი, დებედა, ლოჭინი, მაშავერა, შავწყაროსწყალი, ხრამი.

შიდა ქართლის მხარის მდინარეები
გუდისიდონი, ერმანისწყალი, თეძამი, კავთურა, ლეხურა, ლიახვი, ლოპანისწყალი, მეჯუდა, პატარა ლიახვი, როკისწყალი, სურამულა, ტილიანა, ფაწა, ფცა, ქეშელთა, ქვედრულა, ძამა, ჭარებულა, ჭელიათისწყალი, ჭერათხევი, ჯეჯორა.


სამცხე-ჯავახეთის მხარის მდინარეები
ბაკურიანისწყალი, ბანისხევი, ბარათხევი, ბარალეთი ,ბორჯომულა, გუჯარეთისწყალი, დვირულა, კუცხანა, მურჯახეთისწყალი, ოთა, ოშორა, ოცხე, ფარავანი, ფოცხოვისწყალი, ქვაბისხევი, ქვაბლიანი.


სამეგრელოს და ზემო სვანეთის მხარის მდინარეები
აბაშა, ადიშისჭალა, დარჩი, დოლრაჭალა, ენგური ,თხეიში, კაპარჭინა ,კასლეთი, ლაილჭალა, ლარაკვაკვა, ლასილი, ლახამი, მაგანა,  მესტიაჭალა, მულხრა, ნაკრა, ნოღელა, ოჩხომური, რიონი, ტეხური, ტობა, ჩხოუში, ცივი, ხურა, ჭანისწყალი, ჭურია, ხობისწყალი, ჯუმი.


კახეთის მხარის მდინარეები
ავანისხევი, ანდის ყოისუ, არეში, აფენისხევი, ბოლია, ბურსა, გომბორი , დიდხევი, დურუჯი ,თელავისხევი, თურდო, თუშეთის ალაზანი, ილტო, ინწობა, იორი,  კაბალი , კისისხევი ,ლაგოდეხისწყალი, ლაკბე, ლაროვანისწყალი, ლაფიანხევი, ლოპოტა, მათაგალონი, მატნისხევი, მაწიმისწყალი, პირიქითი ალაზანი, სამყურისწყალი, ფაფრისხევი, ჩაილური, ჩელთი, წიფლოვნისწყალი, ჭართლისხევი, ხისოს წყალი.


იმერეთის მხარის მდინარეები
ბორიმელა, ბჟილისხევი, ბუჯა, გუბისწყალი, დუმალა, კაცხურა, ლაიშურა, ლეხიდარი, ლუხუტა, რიკოთულა, რიონი, საკრაულა, სულორი, ყვირილა, ყუმური, ჩიხურა, ჩხერიმელა, ძირულა, წაბლარასწყალი, ხანისწყალი, ხევისწყალი.


გურიის მხარის მდინარეები
ბახვისწყალი, ბჟუჟი, გუბაზეული, ნატანები, რიონი, სუფსა, ჩოლოქი.


აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მდინარეები
აჭარისწყალი,  აჭყვა, კინტრიში, მაჭახელისწყალი, მერისი, ოჩხამური, ყოროლისწყალი, ჩირუხისწყალი, ჩოლოქი, ჭარნალი, ჭვანისწყალი, ჭოროხი.


მცხეთა-მთიანეთის მხარის მდინარეები
აკუშოსხევი, ალეურა, ანდაქი, არაგვი, არღუნი, არხოტისწყალი, ბაკურხევი, გუდამაყრის არაგვი, დიღმისწყალი, თეზამი, თერგი, ლეხურა, მეჯუდა, მთიულეთის არაგვი, ნარეკვავი, როშკისწყალი, სნოსწყალი, ფშავის არაგვი, ქუსნო, ჩარგლულა, ხდე,  ხევსურეთის არაგვი.


როგორც ხედავთ ძალიან ბევრია და შევძლებ გითხრათ მარტო რამდენიმეზე:

მტკვარი 

მტკვარი (აზერ. Kürთურქ. Kura) — ამიერკავკასიის უდიდესი მდინარე, სათავე აქვს თურქეთში , ყიზილ-გერიტორიაზე. სიგრძე 1515 კმ.საქართველოში მოქცეულია მტკვრის შუაწელის დაახლოებით 400 კმ მონაკვეთი. მტკვარი ყველაზე გრძელია აზერიადუკის მთის აღმოსავლეთ კალთაზე. ერთვის კასპიის ზღვას აზერბაიჯანის ტბაიჯანში, სადაც მისი სიგრძე 906 კმ-ს უდრის. მეტად მრავალფეროვანი ლანდშაფტებით ხასიათდება, რაც არსებით გავლენას ახდენს მდინარის რეჟიმზე. მტკვარი შერეული საზრდოობის მდინარეა. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. დამახასიათებელია გაზაფხულის  წყალდიდობა, ზაფხულისა და ზამთრის წყალმცირობა.

ენგური

ენგური — მდინარე დასავლეთ საქართველოში,კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე და კოლხეთის ბარში. სათავე აქვს მყინვარ ენგურზე, ზღვის დონიდან 2614 მ-ზე. სოფ. ანაკლიასთანერთვის შავ ზღვას. სიგრძე 213 კმ, აუზის ფართობი 4060 კმ2. მთავარი შენაკადებია - მარჯვენა: ადიშისჭალა,ხალდეჭალამულხრადოლრაჭალანაკრანენსკრა; მარცხენა: თხეიშიხუმფრერილასილიმაგანაჯუმი და სხვა. ენგური ზემოთში
კვეთს სვანეთის ქვაბულს, შემდეგ კი ღრმა და ვიწრო ხეობაში მიედინება. ზემოთსა და შუა დინებაში მდინარის კალაპოტი ზოგან ჭორომიანია. ქალაქ ჯვართან მდინარე გამოდის კოლხეთის დაბლობზე, ქმნის ფართო ხეობას და იტოტება. სოფ. რუხთან იყოფა ორ ტოტად.

რიონი

მდინარე რიონი – საქართველოს ყველაზე წყალუხვი მდინარეა, რომელიც მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე მიედინება. სიგრძე 327 კმ, აუზის ფართობი 13400 კმ². სათავე აქვს კავკასიონის სამხრეთ კალთაზე ფასის მთაზე, ზღვის დონიდან 2960 მ. ერთვის შავ ზღვას ფოთთან.
რიონის მთავარი შენაკადებია- მარჯვენა: საკაურა, ლუხუნი, რიცეულა, ლაჯანური, გუბისწყალი, ცხენისწყალი, ტეხური, ცივი; მარცხენა: ჭანჭახი, ღარულა, ჯეჯორა, ლეხიდარი, ყვირილა, ხანისწყალი, სულორი, ყუმური, ხევისწყალი.

იგი საზრდოობს მყინვარული, თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით.
ფასისი მდინარე რიონის ძველი ბერძნული სახელწოდებაა. ფასისად მოიხსენიება მდინარე რიონის ნაწილი ყვირილას შესართავამდე, ასევე მდინარეების: ყვირილასა და ძირულას მონაკვეთები. ფასისზე გადიოდა სავაჭრო მაგისტრალის მონაკვეთი შავსა და კასპიის ზღვებს შორის.
რიონი მდიდარია თევზით, აქ საქართველოში გავრცელებულ თითქმის ყველა ჯიშის თევზს შეხვდებით: წვერა,ლოქო, კარასი, ქორჭილა,  ქაშაყი, კობრი,  ღორჯო,ფორეჯი...

არაგვი

მცხეთასთან მტკვარს მდინარე არაგვი ერთვის. არაგვის სისტემას ქმნის მდინარეები მთიულეთის (თეთრი) არაგვი, გუდამაყრის (შავი) არაგვი,ხევსურეთის არაგვი და ფშავის არაგვი. მთავარია არაგვი, რომელიც იწყება ყელის ვულკანური მთიანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში.
საკუთრივ არაგვი ერთია და ის რამდენიმე არაგვის შეერთებით იქმნება. არაგვი მთიულეთის ანუ თეთრი არაგვისა და ფშავის არაგვის შეერთებით იქმნება სოფ. ჟინვანთან. მაშასადამე, არაგვს ორი სათავე აქვს, ორთავ კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე.
არაგვის სიგრძე (თეთრი არაგვის სათავიდან) 112 კმ უდრის. წყალდიდობა მასზე აპრილ-ივლისის თვეებში იცის. იგი უფრო წყალუხვია ზაფხულში, ვიდრე გაზაფხულზე, რაც გამოწვეულია მაღალმთის ზონაში მუდმივი თოვლისა და ყინვარების მოგვიანებული დნობით.

არაგვის ქვემო დინების ფარგლებში გამოედინება ბულაჩაურის, ნატახტრისა და საგურამოს წყაროები, რომლებიც ქ. თბილისს სასმელი წყლით ამარაგებს. არაგვის ხეობაში გადის საქართველოს სამხედრო გზა.
გუდამაყრის არაგვი, შავი არაგვი, მდინარე კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის სამხრეთ კალთაზე, დუშეთის რაიონში. სათავე აქვს მთა ჭაუხის დასავლეთ კალთაზე. ზღვის დონიდან 2940 მ. დაბა ფასანაურთან მარცხნიდან ერთვის მდინარე მთიულეთის არაგვს
ფშავის არაგვი სათავეს იღებს ბორბალოსა (3135 მ) და ბოთანას მთებიდან. არაგვის სათავეს წარმადგენს სამი ხევის შენაკადი: ბოთანას წყალი, ასისხევი და ბოგონჩარის ხევი. ბორბალოდან დაქანებული არაგვი ფშავის ხეობაზე თანდათანობთ ივაკებს და მას სოფელ ახადთან უერთდება მდ. წაწადა და მდ. ვარეულა.

ჭოროხი

სიგრძე : 438 კმ
აუზის ფართობი : 22000 კმ²

ჭოროხი მდინარე  თურქეთსა და საქართველოში.სათავე აქვს ოქუს-ბადადაღის
მთებში. მდინარის სიგრძე 438 კმ-ია, მათ შორის 26 კმ-იან მონაკვეთზე მიედინება.ერთვის შავ ზღვას.
წყლის საშუალო ხარჯი შესართავთან - 277 კუბ.მ/წმ. ახასიათებს გაზაფხულ-ზაფხულის
წყალდიდობები, გამოიყენება სარწყავად. მთავარი შენაკადებია : აჭარისწყალი და
მაჭახელისწყალი.
მდინარე ჭოროხზე თურქეთის მხარეს მდებარეობს ქალაქი,ბაიბურთი,სპერი,ართვინი,
ბორჩხა.აკამფსისი (ბერძნ. Akampsis), მდინარე ჭოროხის სახელწოდებაა რომაულ და
ბიზანტიურ წყაროებში.
ჭოროხში ბინადრობს : ქაშაპი,კვირჩხლა,ღორჯო,სვია,შავი ზღვის ორაგული,ტარაღანა,
ზუთხი და ა.შ